ჟან-მარი ლე პენი “ნაციონალური ფრონტის” საპატიო თავმჯდომარის პოსტიდან გაანთავისუფლეს

საფრანგეთში, ლილეში მიმდინარე მემარჯვენე “ნაციონალური ფრონტის” ყრილობის მონაწილეებმა კვირას, 11 მარტს ახალი წესდება მიიღეს. სხვა შესწორებებს შორის, ყრილობის მონაწილეებმა პარტიის საპატიო თავმჯდომარის პოსტი გააუქმეს, რომელსაც პარტიის დამფუძნებელი ჟან-მარი ლე პენი იკავებდა.
ჟან-მარიმ პარტია 1972 წელს დააარსა და მისი თავმჯდომარე იყო 39 წლის მანძილზე. 2011 წელს მან პოსტი საკუთარ ქალიშვილს მარინ ლე პენს დაუთმო. 2015 წელს პოლიტიკოსი პარტიის რიგებიდან თავისი ანტისემიტური და პროვოკაციული გამონათქვამების გამო გაანთავისუფლეს, უკანასკნელი წვეთი გახდა ის, რომ მან გაზის კამერებს მხოლოდ ისტორიის “დეტალები” უწოდა.

banner
წინა სტატიაშიკახა საბანაძე: „ლევან ქუტაშვილი და იოსებ პავლიაშვილი გათავისუფლებული არიან“
შემდეგი სტატიაNBC-ის ჟურნალისტის აზრით პუტინს ტრამპზე კომპრომატი აქვს