NBC-ის ჟურნალისტის აზრით პუტინს ტრამპზე კომპრომატი აქვს

პუტინმა თანამოქალაქეებისგან ისევ მხარდაჭერა მიიღო

ამერიკული NBC-ის წამყვანის მეგრინ კელის თქმით, რომელმაც რამდენიმე დღის წინ ვლადიმირ პუტინთან ინტერვიუ ჩაწერა, მას მოეჩვენა, რომ რუსეთის პრეზიდენტს აშშ-ს პრეზიდენტზე დონალდ ტრამპზე კომპრომატი აქვს – ამის შესახებ მან გამოცემა The Hill-თან განაცხადა. თავის ინტერვიუში კელი შეეხო იმას, თუ რატომ იხსენიებს ტრამპი პუტინს ყოველთვის პატივისცემით. მისი აზრით, არ შეიძლება ითქვას, რომ რუსეთის პრეზდენტს ამერიკელი კოლეგა მოსწონს, “ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა, რომ მას რაღაც აქვს ტრამპზე” – თქვა ჟურნალისტმა. ის არ გამორიცხავს, რომ პუტინს აქვს ისეთი ინფორმაცია, რომლის გახმაურება ტრამპს არ მოუნდება, ამასთანავე, მან გამორიცხა ვერსია, რომ ეს აშშ-ს 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებს ეხება.

banner
წინა სტატიაშიჟან-მარი ლე პენი “ნაციონალური ფრონტის” საპატიო თავმჯდომარის პოსტიდან გაანთავისუფლეს
შემდეგი სტატიატრამპი ევროკავშირში ამერიკული მანქანების გაყიდვას ითხოვს