ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხანაში სარემონტო საამქროს თანამშრომელი დაიღუპა

ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხანაში სარემონტო საამქროს თანამშრომელი საწარმოო შემთხვევის შედეგად დაიღუპა. ინფორმაციას მეტალურგთა, მეშახტე-მაღაროელთა და ქიმიკოსთა პროფკავშირები ავრცელებს.
“რამდენიმე წუთის წინ საწარმო შემთხვევა მოხდა ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხანაში. საქართველოს მეტალურგიული, სამთო და ქიმიური მრეწველობის მუშაკთა პროფესიული კავშირის ადგილობრივი პირველადი ორგანიზაციის წარმომადგენელთა ინფორმაციით, სარემონტო საამქროს თანამშრომელი, 55 წლის დავით ძაბირაძე, მე-4 საამქროს სახურავიდან, რომლის სიმაღლეც დაახლოებით 40 მეტრია, ჭერის სარემონტო სამუშაოების შესრულების, კონკრეტულად კი სახურავის ძველი ლითონის ფურცლების შეცვლის დროს ჩამოვარდა და ადგილზე გარდაიცვალა.” ნათქვამია გავრცელებული ინოფრმაციაში.

banner
წინა სტატიაშირუსთავში, საცხოვრებელი კორპუსის ერთ-ერთ ბინაში ხანძარი გაჩნდა
შემდეგი სტატიამცხეთის მუნიციპალიტეტში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა