მცხეთის მუნიციპალიტეტში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, პრევენციული ღონისძიების გატარების შედეგად, ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოავლინეს.

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ინფორმაციით, მცხეთის მუნიციპალიტეტში გაჩერებული ავტომანქანის ძარაზე, ფიჭვის სახეობის 5 მ3 პირველადი გადამუშავების პროდუქტი – ფიცარი იყო განთავსებული. მძღოლმა ხე-ტყის წარმოშობის დამადასტურებელი დოკუმენტი წარადგინა, რომელიც სოციალური ჭრის მიზნით იყო გაცემული და რეგიონის საზღვრებს გარეთ ხე-ტყის ტრანსპორტირებას კრძალავდა.

სოციალური ჭრის საფუძველზე მოპოვებული ხე-ტყის ან მისგან მიღებული პირველადი გადამუშავების პროდუქტის ტრანსპორტირება აკრძალულია იმ მუნიციპალიტეტების ჯგუფის ან ავტონომიური რესპუბლიკის ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ საზღვრებს გარეთ, რომლის ფარგლებშიც სოციალური ჭრის წესით ხე-ტყის დამზადება განხორციელდა.

ავტომანქანა დაილუქა. საქმის მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის რაიონულ სასამართლოში გადაიგზავნება.

banner
წინა სტატიაშიზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხანაში სარემონტო საამქროს თანამშრომელი დაიღუპა
შემდეგი სტატიააშშ-ის ელჩი იან კელი საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში დახურულ შეხვედრას მართავს