ზესტაფონის №51 საოლქო კომისიაში არსებული საარჩევნო უბნები დროულად გაიხსნა

ზესტაფონის №51 საოლქო კომისიაში არსებული საარჩევნო უბნები 08:00 საათზე გაიხსნა. პირველი ამომრჩევლებიც უბნებზე უკვე მივიდნენ.

ადგილობრივები დღეს მერს ირჩევენ.

ზესტაფონის 54 უბანზე არჩევანი 54 943-მა ამომრჩეველმა უნდა გააკეთოს. ზესტაფონში მერობის 16 კანდიდატია რეგისტრირებული.

მუნიციპალიტეტში რიგგარეშე არჩევნების ჩატარება მას შემდეგ გახდა საჭირო, რაც კახაბერ მახათაძემ მიმდინარე წელს თანამდებობა დატოვა.

banner
წინა სტატიაშიმერის რიგგარეშე არჩევნები 5 მუნიციპალიტეტში მიმდინარეობს
შემდეგი სტატიახულოში მერის არჩევნები მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს