ზელენსკის სჭირდება ძალიან აქტიური მოქმედებები სისტემის ნგრევის კუთხით, სააკაშვილი კი ამისთვისაა დაბადებული

პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი ტვ პირველის ეთერში მიხეილ სააკაშვილის უკრაინაში ჩასვლასა და ზელენსკის მიერ მისთვის მოქალაქეობის გადაცემას აფასებს.

“ზელენსკის ეს გადაწყვეტილება არის პრაგმატული პოლიტიკური მოტივებით განპირობებული და ის ფიქრობს, რომ მიშა მიეხმარება ამ მაფიოზური სისტემის ნგრევის პროცესში. ზელენსკის სჭირდება ძალიან აქტიური მოქმედებები სისტემის ნგრევის კუთხით, სააკაშვილი კი ამისთვისაა დაბადებული. ”

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ, საქართველოს ექსპრეზიდენტსა და ოდესის ოლქის ექსგუბერნატორ მიხეილ სააკაშვილს უკრაინის მოქალაქეობა გუშინ, 28 მაისს დაუბრუნა.

 

 

https://www.facebook.com/tvpirveli/videos/340197766696774/?t=1330

banner
წინა სტატიაშიეს იქნება ახალი მუხტი ჩვენთვის
შემდეგი სტატიარუსეთის ქმედებები საქართველოში, ყირიმსა და დონბასში, ცხადყოფს, რომ რუსეთს ევრაზიაში უძლიერეს სახელმწიფოდ ქცევა სურს