ეს იქნება ახალი მუხტი ჩვენთვის

თაიმერი timer.ge
: თაიმერი timer.ge მაისი 29, 2019 20:07

ეს იქნება ახალი მუხტი ჩვენთვის

მიხეილ სააკაშვილისთვის უკრაინის მოქალაქეობის დაბრუნებას, „ახალ ძალთა მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს წევრი დავით საყვარელიძე, სამართლიან ნაბიჯს უწოდებს. დავით საყვარელიძის თქმით, მიხეილ სააკაშვილის კიევში დაბრუნებას, უკრაინისთვისაც და საქართველოსთვისაც კარგი გზავნილია.

„ძალიან კარგი და სამართლიანი ნაბიჯია პრეზიდენტ ზელენსკის მხრიდან, რომ აღუდგინა მოქალაქეობა მიხეილ სააკაშვილს. ეს იქნება ახალი მუხტი ჩვენთვის, ყველასთვის, უკრაინისთვის, რომ ეს ენერგია, რომელიც ჩვენში ყველაში და ამ კაცში არის და ეს კაცი არის მატარებელი ამ ენერგიის ცალსახად, რომ გამოვიყენოთ რეალური ცვლილებებისთვის, გაძლიერებისთვის, მათ შორის საქართველოს გაძლიერებისთვისაც“ – განაცხადა დავით საყვარელიძემ.

უკრაინის პარტია „ახალ ძალთა მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს წევრი აცხადებს, რომ ადამიანები, რომლებიც მიხეილ სააკაშვილის გვერდით არიან, მთელი ამ პერიოდის მანძილზე სწორედ მის დაბრუნებას ელოდებოდნენ.

„ეს ხალხი, ფაქტიურად, ორი წელი იყო მოლოდინის რეჟიმში, ეს არის იშვიათი შემთხვევა, როდესაც პოლიტიკური პარტია უკრაინაში, მიუხედავად იმისა, როგორ მოექცნენ ლიდერს, არ ჩამოიშალა, დარჩა, გააგრძელა ბრძოლა. არავინ ამ ხალხს ფულს არ უხდის, არასდროს არ გადაუხდია და ყველა ელოდებოდა ბრძოლის ახალ ეტაპს. ახლა იქნება ყველაფერი უფრო მშვიდად, ბარიკადების გარეშე და ეს ენერგია გადავა უკვე კონკრეტულ მოქმედებებში და მშენებლობაში“ – აცხადებს დავით საყვარელიძე.

თაიმერი timer.ge
: თაიმერი timer.ge მაისი 29, 2019 20:07

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


11,463
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics