რუსეთის ქმედებები საქართველოში, ყირიმსა და დონბასში, ცხადყოფს, რომ რუსეთს ევრაზიაში უძლიერეს სახელმწიფოდ ქცევა სურს

აშშ-ის შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბების ხელმძღვანელის, ჯოზეფ დანფორდის განცხადებით, რუსეთის ქმედებები საქართველოში, ყირიმსა და დონბასში, ცხადყოფს, რომ რუსეთს ევრაზიაში უძლიერეს სახელმწიფოდ ქცევა სურს.

ეს განცხადება ჯოზეფ დანფორდმა ბრუკინგის ინსტიტუტში სიტყვით გამოსვლისას გააკეთა.

„მათ სურს ევრაზიაში უძლიერეს სახელმწიფოდ იქცნენ. თუ გადავხედავთ რუსეთის მიერ სამხედრო პოტენციალის გაზრდის გზას, თუ მოვისმენთ პუტინის განცხადებებს და შევხედავთ, რა მოიმოქმედა რუსეთმა საქართველოში, ყირიმსა და დონბასში, მაშინ სხვა დასკვნამდე ვერ მივალთ“, – განაცხადა ამერიკელმა გენერალმა.

banner
წინა სტატიაშიზელენსკის სჭირდება ძალიან აქტიური მოქმედებები სისტემის ნგრევის კუთხით, სააკაშვილი კი ამისთვისაა დაბადებული
შემდეგი სტატიაერთი წლის წინ სირიამ აფხაზეთის დამოუკიდებლობა აღიარა