„ზელენსკის კვირაში 7 პარასკევი აქვს, მას „მოლაპარაკებები მოლაპარაკებისთვის“ სურს“ – ლავროვი

„მოლაპარაკებები მოლაპარაკებისთვის“ – ასე შეაფასა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის ქმედებები და მას არათანმიმდევრული უწოდა.

„ზელენსკის კვირაში 7 პარასკევი აქვს. მან განაცხადა, რომ მოსკოვთან მოსალაპარაკებლად რუსეთმა თავისი ჯარები იმ პოზიციებზე უნდა დააბრუნოს, რაც 24 თებერვლამდე ეკავა. ეს აბსოლუტურად არასერიოზული მიდგომაა, უფრო მეტიც, სრულიად ეწინააღმდეგება იმ ინიციატივებს, რომელიც თავად უკრაინის დელეგაციამ 29 მარტს აქ წამოაყენა“, – განაცხადა ლავროვმა.

banner
წინა სტატიაშიშავ ზღვაში თავდასხმისთვის მზადყოფნაშია მოწინააღმდეგის 4 სარაკეტო ხომალდი და წყალქვეშა ნავი
შემდეგი სტატიაუკრაინისთვის ევროკავშირში გაწევრიანების მოკლე გზა არ არის, ჩვენ თუ ჩავდებთ ინვესტიციებს და ამას შევუთავსებთ რეფორმებს, ეს გაკვალავს გზას ევროკავშირისკენ – ლაიენი