ზელენსკის ადმინისტრაციაში უარყოფენ საერთაშორისო მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ბაიდენთან შეხვედრისას მედიის შეკითხვის პასუხად ზელენსკიმ ბახმუტის დაკარგვა აღიარა

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის ადმინისტრაციაში უარყოფენ საერთაშორისო მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ბაიდენთან შეხვედრისას მედიის შეკითხვის პასუხად ზელენსკიმ ბახმუტის დაკარგვა აღიარა.

უკრაინისა და აშშ-ის ლიდერების შეხვედრისას ჟურნალისტმა ვოლოდიმირ ზელენსკის ჰკითხა: „ბატონო პრეზიდენტო, ბახმუტი კვლავ უკრაინის ხელშია? რუსები ამბობენ, რომ მათ აიღეს ბახმუტი“.

აღნიშნულ შეკითხვაზე, პრეზიდენტმა განაცხადა – „ვფიქრობ, რომ არა“.

„ვფიქრობ, რომ არა. თუმცა თქვენ უნდა გაიგოთ, რომ იქ არაფერია. მათ ყველაფერი გაანადგურეს. იქ აღარაა შენობები. ეს სამწუხაროა. ეს ტრაგედია. დღეისთვის, ბახმუტი მხოლოდ ჩვენს გულებშია, ამ ადგილიდან არაფერია დარჩენილი. მხოლოდ ნანგრევები და ბევრი მკვდარი რუსი. თუმცა ისინი მოვიდნენ ჩვენთან, ასე რომ, ჩვენმა დამცველებმა ბახმუტში დიდი სამუშაო გასწიეს. რა თქმა უნდა, ჩვენ ვაფასებთ მათ დიდ საქმეს“, -განაცხადა ზელენსკიმ.

banner
წინა სტატიაშიკახა კალაძე – ღიად ვაცხადებთ, რომ სანქციებს არ ვუერთდებით!
შემდეგი სტატიაკალაძე – ფადი ასლის სამშობლო არ გააჩნია და ცხადია, არ მიკვირს ასეთი განცხადებები, ის არის უსამშობლო ადამიანი