ზელენსკიმ ჯონსონთან ნატოს წევრობასა და დონბასზე ისაუბრა

უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმირ ზელენსკიმ ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრთან ბორის ჯონსონთან სატელეფონო საუბრისას დონბასში მიმდინარე მოვლენებზე, უკრაინის ნატოში გაწევრიანების საკითხსა და ფლოტის განმტკიცებაზე ილაპარაკა – პრეზიდენტის ოფისის პრეს-სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით უკრაინული eurointegration-ი წერს.

დიალოგი “დიდი შვიდეულის” სამიტის შემდეგ შედგა, რომელიც 11-13 ივნისს დიდი ბრიტანეთის თავმჯდომარეობით გაიმართა ნატოს სამიტის წინ, რომელიც დღეს დაიწყო. ზელენსკიმ და ჯონსონმა ძირითადი ყურადღება გაამახვილეს უკრაინის ევროატლანტიკურ ინტეგრაციაზე, კერძოდ კი, ნატოს სამიტის კონტექსტში.

ზელენსკიმ აღნიშნა, რომ აუცილებელია ალიანსში უკრაინის მკაფიო პერსპექტივების განსაზღვრა, “რომელიც უსაფრთხოების რთული გამოწვევების ფონზე რეფორმების გზით მიდის”. “ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ იმისათვის, რომ წევრობის შესახებ მოქმედების გეგმა მივიღოთ. მოვიდა დრო, რომ ჩვენმა პარტნიორებმა და მოკავშირეებმა უკრაინას კონკრეტული მოქმედებებითა და გადაწყვეტილებებით დაუჭირონ მხარი” – უკრაინის პრეზიდენტმა ბრიტანეთის პრემიერს უთხრა და მადლობა გადაუხადა იმისთვის, რომ “დიდი შვიდეულის” სამიტზე მკვეთრად გაისმა უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდამჭერი სიგნალები.

banner
წინა სტატიაში“ნაციონალური მოძრაობა” ვაშინგტონში ოფიციალურ ვიზიტებს დღეიდან იწყებს
შემდეგი სტატიასლოვენიის პრეზიდენტმა ნატოს გაფართოვების აუცილებლობაზე განაცხადა