სლოვენიის პრეზიდენტმა ნატოს გაფართოვების აუცილებლობაზე განაცხადა

სლოვენიის პრემიერ-მინისტრმა იანეზ იანშამ ნატოს სამიტზე, რომელიც დღეს ბრიუსელში მიმდინარეობს, განაცხადა, რომ აუცილებელია ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გაფართოვება. “ნატო უნდა გაფართოვდეს, იმიტომ, რომ თუკი ნატო არ გაფართოვდება, ამას სხვა ვინმე იზამს – და ეს არ არის კარგი, ეს მსოფლიოში მშვიდობასა და სტაბილურობას არ შეუწყობს ხელს” – იანშამ თქვა. მან ალიანსს, ასევე, მოუწოდა ტექნოლოგიური უპიარტებობა შეინარჩუნოს. “ჩვენ, მინიმუმ ერთი თაობით წინ უნდა ვიყოთ” – დაამატა პრემიერმა.

შეგახსენებთ, რომ დღესვე ლიეტუვას პრეზიდენტმა ნატოს უკრაინასა და საქართველოსთვის მიცემული დაპირების შესრულებისკენ მოუწოდა. “დაპირება, რომელიც უკრაინას და საქართველოს მივეცით, უნდა შევინარჩუნოთ. შეგახსენებთ, რომ ჩვენ 2008 წელს ბუხარესტის სამიტზე წევრობის პერსპექტივის შესახებ დაპირება მივეცით” – ბრიუსელში მიმდინარე ნატოს სამიტზე ლიეტუვას პრეზიდენტმა გიტანას ნაუსედმა განაცხადა.

დღეს ნატოს ქვეყნების ლიდერები სამიტზე, არ დაასახელებენ ვადებს იმასთან დაკავშირებით, ასპირანტი-ქვეყნები, როგორიც არიან საქართველო ან უკრაინა, როდის შეძლებენ ალიანსში გაერთიანებას – ამის შესახებ დღეს ბრიუსელში მარშალის ფონდის ფორუმზე ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა თქვა.

banner
წინა სტატიაშიზელენსკიმ ჯონსონთან ნატოს წევრობასა და დონბასზე ისაუბრა
შემდეგი სტატიაისრაელის ახალი პრემიერი ოფიციალურად შეუდგა მუშაობას, ნეთანიახუ “საშიში მთავრობის” ჩამოგდებას აპირებს