ზელენსკი ზაპოროჟიეს რეგიონში ფრონტის ხაზზე ჩავიდა

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ზაპოროჟიეს რეგიონში, ფრონტის ხაზზე ჩავიდა და იქ მებრძოლ ჯარისკაცებს შეხვდა, – ამის შესახებ ინფორმაციას პრეზიდენტის ოფისის პრესსამსახური ავრცელებს.

ქვეყნის მეთაური ფრონტის ხაზზე არსებულ სიტუაციას გაეცნო და უკრაინელ ჯარისკაცებს მადლობა გადაუხადა, ქვეყნის დაცვისთვის.

“პატივი მაქვს დღეს ვიყო აქ და მადლობა გადაგიხადოთ ჩვენი ქვეყნის, ყველა ჩვენგანის, ჩვენი სუვერენიტეტის, ჩვენი ქალაქებისა და ჩვენი ბავშვების დაცვისთვის”, – მიმართა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ჯარისკაცებს.
უკრაინის პრეზიდენტმა სამხედრო პერსონალს სახელმწიფო ჯილდოებიც გადასცა. უკრაინის დამცველებმა ქვეყნის ხელმძღვანელისგან მიიღეს ბოგდან ხმელნიცკის ჯილდოები.

პრეზიდენტის ოფისის ცნობით, ჯარისკაცებმა ზელენსკის მონეტა აჩუქეს, რაც სამხედრო ძმობის სიმბოლოა.

banner
წინა სტატიაშირუსეთი ფლობს უნიკალურ იარაღს, რომელსაც შეუძლია გაანადგუროს ნებისმიერი მოწინააღმდეგე, მათ შორის აშშ – პატრუშევი
შემდეგი სტატიავინ არის ქართველი, რომელიც უკრაინაში რუსების მხარეს იბრძვის