ზელენსკი: საქართველოში ელჩს მაშინ დავაბრუნებთ, როცა ხელისუფლებისგან რეალურ მხარდაჭერას ვიგრძნობთ

„საქართველოში ელჩს მაშინ დავაბრუნებთ, როგორც კი ხელისუფლების წარმომადგენლებისგან რეალურ მხარდაჭერას ვიგრძნობთ“, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

მისი თქმით, საუბრები, თითქოს ისინი ქვეყნის ეკონომიკას უფრთხილდებიან, იმ ფონის გათვალისწინებით, როცა რუსებმა საქართველოს 20%-ის ოკუპაცია მოახდინეს, მისთვის გაუგებარია.

„მე ეს საქციელი ვერ გავიგე. მე არ ვარ მასწავლებელი და არც საქართველოს ლიდერები არიან სტუდენტები, ისინი ზრდასრული ადამიანები არიან. არ მესმის რატომ, თუ რატომ არ აწესებენ სანქციებს… მე მოვისმინე მესიჯები, რომ მათ, თითქოს უნდათ, რომ თავიანთი ეკონომიკა დაიცვან – რა ეკონომიკა? მათ უკვე დაკარგეს საქართველოს ტერიტორიის 20%“, – აღნიშნა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

წინა სტატიაშივოლოდიმირ ზელენსკი – უკრაინა ომის დასასრულებლად რუსეთთან მოლაპარაკებებისთვის მზადაა
შემდეგი სტატიაარ არსებობს არგუმენტი, რომელიც უკრაინელთა გენოციდს გაამართლებს. აქ არ არსებობს „თუ“ და „მაგრამ“ – მეუფე გრიგოლი