ზელენსკი პარტნიორებს დახმარებას კიდევ ერთხელ სთხოვს

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, უკრაინის წინააღმდეგ ღამით განხორციელებული თავდასხმის დროს რუსეთმა 60-ზე მეტი “შაჰიდის” ტიპის დრონი და 90-მდე სხვადასხვა ტიპის რაკეტა გამოიყენა.

მასიური დაბომბვის სამიზნედ მან ელექტროსადგურები და ელექტროგადამცემი ხაზები დაასახელა “ჰიდროელექტრო კაშხალი, ჩვეულებრივი საცხოვრებელი კორპუსები, თუნდაც ტროლეიბუსი”.

ზელენსკიმ ჩამოთვალა რეგიონები, სადაც ელექტროენერგიის მიწოდების აღსადგენად სამუშაოები მიმდინარეობს – ხარკოვი და ხარკოვის რეგიონი, ზაპოროჟიე, სუმი, პოლტავა, დნეპროპეტროვსკი, ოდესა, ხმელნიცკი, ვინიცა და ივანო-ფრანკოვსკის რეგიონები.

უკრაინის პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ გააჟღერა მოწოდება, რომ არ გადადონ უკრაინისთვის საჭირო სამხედრო დახმარების მიწოდება:

“პატრიოტის სისტემებმა უნდა დაიცვან ხარკოვი და ზაპოროჟიე; საჰაერო თავდაცვა საჭიროა ხალხის, ინფრასტრუქტურის, სახლებისა და კაშხლების დასაცავად. პარტნიორებმა ზუსტად იციან რა არის საჭირო. მათ ნამდვილად შეუძლიათ თქვენი მხარდაჭერა. ეს გადაწყვეტილებები საჭიროა. სიცოცხლე დაცული უნდა იყოს მოსკოვის ამ ფანატიკოსებისგან”- განაცხადა ზელენსკიმ.

banner
წინა სტატიაშითიბისი პროექტის „ხელოვნური ინტელექტი სკოლაში“ მხარდამჭერია
შემდეგი სტატიაშალვა პაპუაშვილი – არასამთავრობო სექტორი სავსეა ხალხით, რომლებიც სააკაშვილის პერიოდში იყვნენ არა მხოლოდ საჯარო სამსახურში, არამედ იყვნენ მინისტრები, მინისტრის მოადგილეები