ზაზა წერეთელი: ნიდერლანდები, გაერთიანებული სამეფო, იტალია, საფრანგეთი და დანია ორშაბათიდან მკაცრი შეზღუდვების ახალ სერიას იწყებს

ნორვეგიის სამეფოს ჯანდაცვის სამინისტროს უფროსი მრჩეველი ზაზა წერეთელი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, სადაც მკაცრი შეზღუდვების ახალ სერიაზე საუბრობს.

„ნიდერლანდები, გაერთიანებული სამეფო, იტალია, საფრანგეთი და დანია ორშაბათიდან მკაცრი შეზღუდვების ახალ სერიას იწყებს, რათა როგორც ამ ქვეყნების ხელმძღვანელობამ განაცხადა, თავიდან აიცილონ ძლიერი მეხუთე ტალღა.

რა საინტერესო ხალხია, კი არ ელოდება რომ ტალღა გაძლიერდეს და მერე დაიწყოს ფიქრი, არამედ ცდილობს თავშივე რაღაცნაირად შეაჩეროს „ომიკრონით“ გამოწვეული ახალი ტალღა.

მთავარი ყველა ქვეყნების შეზღუდვებში არის, დახურულ სივრცეებში შეხვედრების და მათში მონაწილეთა რაოდენობის მკვეთრი შემცირება ან სულაც აკრძალვა.

პარიზის მერიამ გადაწყვიტა რომ არც საახალწლო ფოიერვერკებს გამართავს ელისეის მინდვრებზე, ხალხმრავალი შეკრების თავიდან აცილების მიზნით.

არა, აშკარად უცნაური ხალხია არიან ეს ევროპელები, რატომ უყვართ წინასწარ დამცველი ღონისძიებების გატარება ძნელი სათქმელია. დავიჯერო ისწავლეს რაიმე პანდემიის მართვის მეორე წლის ბოლოს?“, – წერს ზაზა წერეთელი.

banner
წინა სტატიაშიგიორგი ფხაკაძე: „ომიკრონი საქართველოშია
შემდეგი სტატიასალომე ზურაბიშვილმა ორბელიანების სასახლეში დევნილ ბავშვებს საახალწლო ნაძვის ხის ზეიმზე უმასპინძლა