სალომე ზურაბიშვილმა ორბელიანების სასახლეში დევნილ ბავშვებს საახალწლო ნაძვის ხის ზეიმზე უმასპინძლა

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ორბელიანების სასახლეში დევნილ ბავშვებს საახალწლო ნაძვის ხის ზეიმზე უმასპინძლა. ამის შესახებ ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

„საქართველოს პრეზიდენტმა წეროვანიდან და წილკანიდან ჩამოსულ ბავშვებს დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცა, ჯანმრთელობა და ბედნიერება უსურვა. ბავშვებმა პრეზიდენტის სასახლის მთავარი ჩიჩილაკი პრეზიდენტთან ერთად აანთეს, სადღესასწაულოდ ჩიჩილაკებით მორთული პრეზიდენტის სასახლის ეზო დაათვალიერეს და სამახსოვრო ფოტოები გადაიღეს“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

დღესვე ორბელიანების სასახლის წინ დიმიტრი ცინცაძის სახელობის ფონდმა წინასაახალწლო საქველმოქმედო აქცია გამართა.

banner
წინა სტატიაშიზაზა წერეთელი: ნიდერლანდები, გაერთიანებული სამეფო, იტალია, საფრანგეთი და დანია ორშაბათიდან მკაცრი შეზღუდვების ახალ სერიას იწყებს
შემდეგი სტატიაზურაბიშვილი: გადავლახოთ ზოგიერთი მთავარი უთანხმოება