ზაზა სარალიძესთან ადვოკატს არ უშვებენ

ხორავას ქუჩაზე მოკლული არასრულწლოვნის დავით სარალიძის მამა, ზაზა სარალიძე ამ დრომდე ინგოროყვას კლინიკაში იმყოფება. ადგილზე სამართალდამცველები არიან მობილიზებული.

ადვოკატი ნესტან ლონდარიძე კლინიკაში იმყოფება, თუმცა უფლებადამცველს ზაზა სარალიძესთან შესვლის შესაძლებლობა არ ეძლევა.

ადვოკატი ამბობს, რომ მას აქვს კანონიერი უფლება იმყოფებოდეს სარალიძის გვერდით, სამედიცინო შემოწმების დროს.

სამართალდამცველებს არ განუმარტავთ მიზეზი, რის გამოც ადვოკატს შიგნით შესვლის შესაძლებლობა არ მიეცა.

ნესტან ლონდარიძე ამბობს, რომ შენობაში სამართალდამცველების გარდა იმყოფება შსს-ს ოპერატორი. მისი თქმით, ისმოდა ზაზა სარალიძის ხმა, რომელიც გადაღებას აპროტესტებდა.

ადვოკატის განცხადებით, ზაზა სარალიძე ყვიროდა – ,,ნუ მიღებთ’’ .

banner
წინა სტატიაში,,საქართველოსა და აშშ-ის შორის ურთიერთობა განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა “
შემდეგი სტატია„ისევ და ისევ პოლიციელების მხრიდან ზეწოლა” – ზაზა სარალიძის პირველი კომენტარი დაკავების შემდეგ