„ისევ და ისევ პოლიციელების მხრიდან ზეწოლა” – ზაზა სარალიძის პირველი კომენტარი დაკავების შემდეგ

„ისევ და ისევ პოლიციელების მხრიდან ზეწოლა,“- ეს მცირე კომენტარი ზაზა სარალიძემ საავადმყოფოში მიყვანის დროს გააკეთა. ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამა შინაგან საქმეთა სამინისტროდან ინგოროყვას კლინიკაში გადაიყვანეს. მასთან ერთად იმყოფებიან მალხაზ მაჩალიკაშვილი და ელისო კილაძე.

ზაზა სარალიძის თქმით, მის მიმართ პოლიციელებმა ზეწოლა განახორციელეს. მას სამედიცინო გამოკვლევა ჩაუტარდება, შსს-ში ყოფნის დროს დავით სარალიძის მამა შეუძლოდ გახდა. მას მაღალი შაქარი ჰქონდა.

შვილმოკლული მამა რუსთაველის გამზირზე დააკავეს. ინციდენტი პოლიციელებსა და სარალიძეს შორის მაშინ დაიწყო, როდესაც აქციის მონაწილეები კარვის გაშლას ცდილობდნენ, რისი საშუალებაც პოლიციამ არ მისცა.

banner
წინა სტატიაშიზაზა სარალიძესთან ადვოკატს არ უშვებენ
შემდეგი სტატია,,ივანიშვილი თვითონ ხომ ძალიან ნიჭიერია და ხელისუფლებაში მოსვლამდე რატომ ვერ აღმოაჩინა, რომ უნიჭო ვიყავი, რატომ მივაჩნდი ძალიან საჭიროდ და პირად მეგობრად”