ზაზა სარალიძესა და პოლიციას შორის დაპირისპირება მოხდა

პარლამენტის წინ მიმდინარე აქციაზე ზაზა სარალიძესა და პოლიციას შორის შეხლა- შემოხლა და სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა. აქციაზე სარალიძისა და მაჩალიკაშვილის მხარდამჭერებმა მოიტანეს კონსტრუქციები, რომლებიც მათი განმარტებით, არის ერთგვარი საწვიმარი კონსტრუქცია და არა კარავი, რომლის გაშლასაც აპირებდნენ პარლამენტის ტერიტორიაზე. ამის უფლება კი მათ პოლიციამ არ მისცა, რასაც სარალიძესა და საპატრულო პოლიციის წარმომადგენლებს შორის შეხლა შემოხლა მოჰყვა. „დაიხიეთ უკან. რატომ მოდიხართ აქ“, მიმართა სარალიძემ პოლიციელებს.

banner
წინა სტატიაშისაქართველოს ნაკრების მომდევნო მატჩის ბილეთები ონლაინ რეჟიმში უკვე იყიდება
შემდეგი სტატიაპარლამენტთან აქციაზე ზაზა სარალიძე შეუძლოდ გახდა