D1 ჯგუფის მესამე ტურის შეხვედრა უეფას „ერთა ლიგის“ ფარგლებში საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ანდორის წინააღმდეგ 13 სექტემბერს უნდა გამართოს. მატჩი დინამო არენაზე 20:00 საათზე დაიწყება. ბილეთების ონლაინ რეჟიმში 11 სექტემბრიდან უკვე დაიწყო, სალაროებში შეძენა კი 6 ოქტომბრიდან გახდება შესაძლებელი.
ბილეთების ფასი 5, 10, 15 და 25 ლარია. შეგახსენებთ, რომ საქართველო ჯგუფში 6 ქულით ლიდერობს, ანდორას კი 2 ქულა აქვს და მეორე ადგილზე იმყოფება. ვლადიმირ ვაისის გუნდმა პირველი შეხვედრა ასტანაში მასპინძელ ყაზახეთს 2-0 მოუგო, ხოლო თბილისში ლატვია 1-0 დაამარცხა. ჩვენმა მომავალმა მეტოქემ სადებიუტო შეხვედრა გასვლაზე ლატვიელებთან უგოლო ფრით დაასრულა, მეორე ტურის მატჩში კი ყაზახებთან 1-1 ითამაშა.
D1 ჯგუფის მესამე ტურის შეხვედრა საქართველოს ეროვნული ნაკრებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. გამარჯვების შემთხვევაში ჯვაროსნების ჯგუფიდან გასვლის შანსები კიდევ უფრო გაიზრდება.