ზაზა სარალიძე შვილის მკვლელობასთან დაკავშირებით დღეს საქმის ახალ გარემოებებს გაეცნობა

ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მკვლელობა – ზაზა სარალიძე შვილის მკვლლელობასთან დაკავშირებით საქმის ახალ გარემოებებს დღეს გენერალურ პროკურატურაში გაეცნობა.

„არა მარტო პროკურატურა, შს სამინისტრო და ყველა უწყება ცდილობს, რომ ეს საქმე მიაძინოს. აუცილებლად უნდა გადავხედო ჩემს უფლებადამცველთან ერთად საქმის მასალებს. ფაქტია ისევ და ისევ მიდის მიხეილ კალანდიას ხელის დაფარება, ფაქტია მიდის ამ მასალების გაყალბება და წარმოჩენა ისე, რომ თითქოს არაფერი არ დაშავებულა დღემდე, მაგრამ ხაზგასმით ვიტყვი, რომ ჩემი შვილის მკვლელი კიდევ ორი ადამიანი გარეთ დადის” – აღნიშნა ზაზა სარალიძემ.
ზაზა სარალიძისთვის მირზა სუბელიანის მიერ საპატიმროს დატოვება მიუღებელია.

banner
წინა სტატიაშირეპერმა “მასტერმა” ახალი სიმღერა “ანტი” ჩაწერა
შემდეგი სტატიადაპირისპირება სამეფო ოჯახში – ნუგზარ და ანა ბაგრატიონ-გრუზინსკები დავით ბაგრატიონ-მუხრანელს უჩივიან