დაპირისპირება სამეფო ოჯახში – ნუგზარ და ანა ბაგრატიონ-გრუზინსკები დავით ბაგრატიონ-მუხრანელს უჩივიან

დაპირისპირება სამეფო ოჯახში. ნუგზარ და ანა ბაგრატიონ-გრუზინსკები დავით ბაგრატიონ-მუხრანელს, სამეფო ოჯახის სახელის უნებართვოდ გამოყენებას ედავებიან. საქმეს თბილისის საქალაქო სასამართლო განიხილავს.

საქმის სირთულიდან გამომდინარე მას საქალაქო სასამართლოში სპეციალური, სამი მოსამართლისგან შემდგარი კოლეგია განიხილავს. პროცესი ხვალიდან დაიწყება.

სამეფო ოჯახის ადვოკატი ბაგრატიონ-მუხრანელს ისტორიის გამყალბებლად მოიხსენიებს, კონკრეტულ ფაქტებს ასახელებს და საქართველოს სამეფოს სახელით ჩატარებულ შეხვედრებში ამხელს. ოჯახი დავით ბაგრატიონ-მუხრანელისთვის საქართველოს სამეფო სახელის გამოყენების აკრძალვასა და ზიანის ასანაზღაურებლად სიმბოლურად ერთ ლარს ითხოვს. თავის მხრივ, მოსარჩელე მხარეს თვითმარქვიად მოიხსენიებს.

banner
წინა სტატიაშიზაზა სარალიძე შვილის მკვლელობასთან დაკავშირებით დღეს საქმის ახალ გარემოებებს გაეცნობა
შემდეგი სტატია“რაზეც მამუკა ხაზარაძემ ისაუბრა ყველაფერი უნდა იყოს გამოძიებული” – “ევროპული საქართველო” საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვს