ზაზა სარალიძე – ჩემი მტრის მტერი ჩემი მეგობარია

ჩემი მტრის მტერი ჩემი მეგობარია, – ასე მიმართა ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის მამამ ზაზა სარალიძემ გაერთიანებული ოპოზიციის მიერ ორგანიზებულ საპროტესტო აქციაზე სიტყვით გამოსვლისას აქციის მონაწილეებს.

“ამ დღეს ჩემი შვილი საავადმყოფოში გარდაიცვალა. დღეს ჩემს შვილთან ერთად ის საქართველოს ნაწილი მოკვდა, რომლებიც ჩემი შვილის მკვლელებს იცავენ. სამართალმა უნდა იზეიმოს. ჩემი მტრის მტერი ჩემი მეგობარია”, – განაცხადა ზაზა სარალიძემ.

აქციის მონაწილეებს სიტყვით პანკისის ხეობაში სპეცოპერაციის დროს მოკლული ახალგაზრდის, თემირლან მაჩალიკაშვილის მამამ მალხაზ მაჩალიკაშვილმაც მიმართა. “მე იმ დღის მეშინია, როცა თემირლანის მკვლელობდან ერთი წელი გავა. ვაითუ არ დაისაჯონ მკვლელები. მე აქ დღემდე თქვენი მხარდაჭერით მოვედი. ღმერთმა მოგვცეს იმის შნო, მართლა დავსაჯოთ ის ადამიანები, ვინც ხელისუფლებაში არიან სისხლით მოსულები”, – განაცხადა მალხაზ მაჩალიკაშვილმა.

banner
წინა სტატიაში“გაუმარჯოს ვადამდელ საპარლამენტო პროპორციულ არჩევნებს,“ – მურმან დუმბაძე
შემდეგი სტატიაგრიგოლ ვაშაძე: საქართველოში არჩევნები არ ჩატარებულა