“გაუმარჯოს ვადამდელ საპარლამენტო პროპორციულ არჩევნებს,“ – მურმან დუმბაძე

ივანიშვილი-ღარიბაშვილის ხელისუფლებაში დანერგილია „ქურდული“ პრინციპი-'ჩემს კაცს შენ ვერ შეეხები

„ჩვენ ეს საქმე მოვიგეთ, ძალიან ცოტა დაგვრჩა. ბატონმა გრიგოლ ვაშაძემ წამოაყენა პოლიტიკური მოთხოვნა, ჩვენ ვართ ერთიანი. გაუმარჯოს ვადამდელ საპარლამენტო პროპორციულ არჩევნებს,“ – ეს განცხადება პარტია „ემსახურე საქართველოს“ დამფუძნებელმა, მურმან დუმბაძემ რუსთაველის გამზირზე გააკეთა.

დუმბაძე ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებაზე საუბრობს.

დუმბაძემ ბიძინა ივანიშვილის მიერ, 2012 წლის 1 ოქტომბრის შემდეგ, საქართველოს მასშტაბით შეძენილ ტერიტორიებზე ისაუბრა. დუმბაძე ასევე საყდრისის აფეთქებაც გაიხსენა.

„2012 წლის 1 ოქტომბრიდან, ბიძინა ივანიშვილის „ქართუ ბანკის“ აქტივები 400 მილიონი ლარიდან გაიზარდა 2 მილიარდ ლარამდე. აი რატომ იბრძვის ბიძინა ივანიშვილი,“ – განაცხადა მურმან დუმბაძემ.

banner
წინა სტატიაშიოპოზიცია ვადას ხელისუფლებას მოთხოვნების შესასრულებლად 16 დეკემბრამდე აძლევს
შემდეგი სტატიაზაზა სარალიძე – ჩემი მტრის მტერი ჩემი მეგობარია