ზაზა გახელაძის გათავისუფლებაში შეტანილი წვლილისთვის სალომე ზურაბიშვილმა შვეიცარიის პრეზიდენტს მადლობა გადაუხადა

საქართველოს და ესტონეთის პრეზიდენტები

საქართველოს პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილსა და შვეიცარიის პრეზიდენტს გი პარმელინს შორის სატელეფონო საუბარი შედგა.

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, საქართველოს პრეზიდენტმა შვეიცარიელ კოლეგას მადლობა გადაუხადა საოკუპაციო რეჟიმის მიერ უკანონოდ დაკავებული ზაზა გახელაძის გათავისუფლებაში შეტანილი წვლილისა და გაწეული ძალისხმევისათვის.

„თავის მხრივ, შვეიცარიის კონფედერაციის პრეზიდენტმა საქართველოს პრეზიდენტს განუახლა მოწვევა, რადგან კორონავირუსის პანდემიის გამო, საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალური ვიზიტი შვეიცარიაში 2020 წელს ვერ განხორციელდა. მხარეებმა ორ ქვეყანას შორის ორმხრივი თანამშლრომლობის გაღრმავებისა და განვითარებაზე ისაუბრეს და ხაზი გაუსვეს პოლიტიკურ, ეკონომიკურ, ვაჭრობისა და ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის მეტად გაღრმავების მნიშვნელობას“, – ღნიშნულია ინფორმაციაში.

banner
წინა სტატიაში“გომელაური ყვითელი ავტობუსით უნდა გაიყვანოთ”-თაბაგარი Facebook-ზე შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართავს
შემდეგი სტატიაგრიგოლ გეგელია და თამაზ დათუნაშვილი პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიიდან გაიყვანეს