გრიგოლ გეგელია და თამაზ დათუნაშვილი პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიიდან გაიყვანეს

პარტია „ლელო საქართველოსთვის“ წევრები, გრიგოლ გეგელია და თამაზ დათუნაშვილი პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიიდან გაიყვანეს.

ისინი საკანონმდებლო ორგანოში შესვლას ითხოვდნენ. სამართალდამცველებმა მათ რამდენჯერმე მოუწოდეს, დაეტოვებინათ ტერიტორია.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური პარლამენტში იმყოფება. საკანონმდებლო ორგანოში მის მისვლას ხმაური და დაპირისპირება მოჰყვა.

მინისტრმა სიტყვით გამოსვლა დაიწყო გარდაცვლილი ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას ოჯახისთვის მისამძიმრებით, რა დროსაც ოპოზიციის წარმომადგენლები ტრიბუნასთან მივიდნენ. მათ თან ჰქონდათ ლექსო ლაშქარავასა და წითლად გადახაზული პრემიერის ფოტოები.

გარდა ამისა, დარბაზში ბანერები გაშალეს მედიის წარმომადგენლებმაც.

banner
წინა სტატიაშიზაზა გახელაძის გათავისუფლებაში შეტანილი წვლილისთვის სალომე ზურაბიშვილმა შვეიცარიის პრეზიდენტს მადლობა გადაუხადა
შემდეგი სტატიადეკანოიძე: ჩვენ გვინდოდა პოლიტიკური პროტესტი, ჟურნალისტების ხმა ვყოფილიყავით