ზაურ დარგალი – მარნეულში დამაჯერებლად გავიმარჯვეთ

ჩვენი მხრიდან გაყალბების საკითხი სრულიად არალოგიკურია, რადგან კომისიისა და დამკვირვებლების ნახევარზე მეტი ოპოზიციის წარმომადგენლები იყვნენ,- ამის შესახებ „ქართული ოცნების” წევრმა ზაურ დარგალმა განაცხადა.

„როგორც ვაცხადებდით, მარნეულში დამაჯერებლად გავიმარჯვეთ. 11-მა მაჟორიტარმა დეპუტატმა, ასევე მერობის კანდიდატმა დიდი უპირატესობით გაიმარჯვა. ასევე, არჩევნები მიმდინარეობდა მშვიდ გარემოში, თუმცა „ნაციონალური მოძრაობის” მხრიდან პროვოკაციებსაც ჰქონდა ადგილი როგორც ხმის მიცემის პროცესში, ასევე ხმების დათვლისას. მიუხედავად ყველაფრისა, ყველაფერი მშვიდად დასრულდა, გავიმარჯვეთ და დღესაც სიმშვიდეა. მინდა, მადლობა გადავუხადო ყველა ჩვენს მხარდამჭერს.

რაც შეეხება გაყალბების საკითხს ჩვენი მხრიდან, ეს არის სრულიად არალოგიკური, რადგან კომისიისა და დამკვირვებლების ნახევარზე მეტი ოპოზიციის წარმომადგენლები იყვნენ. შესაბამისად, მათი ბრალდებები არის პირდაპირი პროვოკაცია”,- განაცხადა დარგალმა.

banner
წინა სტატიაშისაია-ს დამკვირვებლებმა 130-მდე საჩივარი დაწერეს
შემდეგი სტატიანაცვლიშვილი – გუშინ ხელისუფლების ერთპარტიული და ერთპიროვნული ძალაუფლების მნიშვნელოვანი შეჯანჯღარება მოხდა