ზაურ დარგალი : მარნეულის აგრარულ ბაზარში, კორონავირუსის პრევენციის მიზნით, ყველა რეკომენდაცია დაცულია

მარნეულის მუნიციპალიტეტის მერი ზაურ დარგალი აცხადებს, რომ მუნიციპალიტეტში გახსნილ ღია აგრარულ ბაზარში, კორონავირუსის პრევენციის მიზნით, ყველა რეკომენდაცია დაცულია.

„დღეიდან მარნეულის ღია ტიპის აგრარული ბაზარი, რომელიც არის საბითუმო, გაიხსნა. ეს ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი მუნიციპალიტეტისთვის. მინდა, გითხრათ, რომ სოფლის მეურნეობის სამინისტროს, ცენტრალური შტაბის, გუბერნიისა და თვითმმართველობის ჩართულობით, დღეს აღნიშნულ ბაზარში ყველა რეგულაცია არის დაცული. თქვენ ხედავთ, რომ აქტიურად მიმდინარეობს თერმოსკრინინგი. თვითონ გაყიდვის პროცესში დაცულია შესაბამისი რეკომენდაციები, დისტანცია. ყველანი ჩართული ვართ, რათა ის რეკომენდაციები, რომლებიც მოდის სოფლის მეურნეობის სამინისტროდან, იყოს დაცული 100 პროცენტით“, – განაცხადა ზაურ დარგალმა.

banner
წინა სტატიაშისაქართველოში კორონავირუსის 10 ახალი შემთხვევა გამოვლინდა , სულ 496 შემთხვევაა დადასტურებული
შემდეგი სტატიამარინა ეზუგბაია : ინფექციურ საავადმყოფოში ამ დროისთვის 11 მოზარდი იმყოფება