მარინა ეზუგბაია : ინფექციურ საავადმყოფოში ამ დროისთვის 11 მოზარდი იმყოფება

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, ამ დროისთვის კლინიკაში კორონავირუსით ინფიცირებული 46 პაციენტი მკურნალობს.

მისივე თქმით, ცენტრს ჯამში 57 გამოჯანმრთელებული ჰყავს, ხოლო კიდევ ექვსი პაციენტის პირველადი ტესტის პასუხი უარყოფითია.

რაც შეეხება ახალ პაციენტებს, ეზუგბაიას თქმით, 2-3 დღის განმავლობაში დაახლოებით ოთხი პაციენტი დაემატათ, მათ შორის ერთი ბავშვია.

„ერთი არის თეთრიწყაროს კლასტერიდან. ჩვენთან, 2-3 დღეში დაახლოებით ოთხი პაციენტი შემოვიდა, ძირითადად ბოლნისის და მარნეულის წყაროებია, ერთი პაციენტი არის თეთრიწყაროს კლასტერიდან. მივიღეთ კიდევ ერთი ბავშვი და გვყავს 11 მოზარდი. მათი მდგომაროება დამაკმაყოფილებელოა, მათთან დაავადების პროგრესირება არ შეინიშნება. ჩავატარებთ მონიტორინგის ტესტირებას და ალბათ თანდათანობით, შემოსვლის დღეების შესაბამისად ისინიც დატოვებენ კლინიკას“, – განაცხადა ეზუგბაიამ.

banner
წინა სტატიაშიზაურ დარგალი : მარნეულის აგრარულ ბაზარში, კორონავირუსის პრევენციის მიზნით, ყველა რეკომენდაცია დაცულია
შემდეგი სტატიანათია თურნავა : მადლობა „საქართველოს ფოსტის“ თანამშრომლებს ასეთ მნიშვნელოვან დროს ქვეყნისა და თანამოქალაქეების გვერდში დგომისთვის