ზარქუა: შეიძლება გარკვეული სესხების მხარდაჭერაზე უარის თქმა მოგვიწიოს და ამის შესაძლებლობას ეკონომიკური ზრდა გვაძლევს

“ქართული ოცნების” დეპუტატი, ირაკლი ზარქუა ამბობს, რომ საქართველოს ევროატლანტიკური მომავალი “სესხზე მიბმული არ არის”.

განცხადება ზარქუამ აზიის განვითარების ბანკის სესხის დამტკიცებაზე გამოხმაურებისას გააკეთა. 100 მილიონი დოლარის სესხი ბანკმა გუშინ, 21 სექტემბერს დაამტკიცა, თუმცა მანამდე მმართველი გუნდმა ევროკავშირის ფულად დახმარებაზე უარი თქვა, ამის მიზეზად კი ქვეყანაში ეკონომიკის ზრდა დაასახელა.

ზარქუა ამტკიცებს, რომ ეკონომიკური ზრდა ქვეყანას საშუალებას აძლევს, რომ გარკვეულ სესხზე უარი თქვას.

“ჩვენ შეიძლება გარკვეული სესხების მხარდაჭერაზე უარის თქმა მოგვიწიოს და ამის შესაძლებლობას ეკონომიკური ზრდა გვაძლევს. ძალიან მცდარი შეხედულება გაქვთ, თუ გგონიათ, რომ ერთ სესხზე მიბმულია საქართველოს ევროატლანტიკური სივრცე და მომავალი, ეს კონსტიტუციაში გავწერეთ”,-თქვა ზარქუამ.

banner
წინა სტატიაშიგიგი წერეთელი საქართველოს ელჩის ბრიუსელში დაბარებას ეხმაურება
შემდეგი სტატიანათელაშვილი ღარიბაშვილზე: შეწყვიტოს მანჰეტენზე სტეიკის ჭამა