გიგი წერეთელი საქართველოს ელჩის ბრიუსელში დაბარებას ეხმაურება

ევროპული საქართველოს პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე, გიგი წერეთელი საქართველოს ელჩის ბრიუსელში დაბარებას ეხმაურება და აღნიშნავს, რომ ეს კიდევ ერთი დასტურია იმის, თუ რამდენად მანვნებლური ნაბიჯები იდგმევა სართაშორისო თვალსაზრისით საქართველოს მთავრობის მხრიდან.

მისივე თქმით, რა თქმა უნდა, უყურადღებოდ არ დარჩებოდა ელჩების სავარაუდო მოსმენის ფაქტები.

“ეს კიდევ ერთი მაგალითია იმის თუ როგორ ხდება ამ მოსმენების წარმოება ქვეყნის საზიანოდ და იმის მაგივრად რომ საქართველოს ელჩს ევროკავშირში, იბარებდნენ და ხვდებოდნენ საქართველოს ევროინტეგრაციის საკითხებზე, ახალ პროექტებზე, ქვეყნის დახმარებაზე და ასე შემდეგ, ხვდებიან ასეთ საკითხზე გასაკიცხად, საყვედურისთვის, კითხვების დასასმელად თუ რატომ ხდება ასეთი რამ საქართველოში, რაც არის დარღვევა არამხოლოდ დიპლომატიური ეტიკეტის, არამედ არის ფორმალურად კანონმდებლობის, საერთაშორისო ხელშეკრულების, რაც არის საფუძველი საერთაშორისო ურთიერთობისა. ეს კიდევ ერთ მახასიათებელია იმისა თუ რამდენად მავნებელი ნაბიჯები იდგმება საერთაშორისო თვალსაზრისით საქართველოს ხელისუფლების მხრიდან”.- ამბობს წერეთელი.

banner
წინა სტატიაშირაქვიაშვილი:ვინც გადაიღო, პირველ რიგში, ის არის დამნაშავე, მაგრამ ვინც ეს გამოიტანა და გაავრცელა, პასუხისმგებლობის თავისი წილი აქვს
შემდეგი სტატიაზარქუა: შეიძლება გარკვეული სესხების მხარდაჭერაზე უარის თქმა მოგვიწიოს და ამის შესაძლებლობას ეკონომიკური ზრდა გვაძლევს