ზარქუა – ჩვენი რადიკალური ოპოზიციის გარკვეული ნაწილი და მათ შორის, ოპოზიციური არხები თანამშრომლობენ ფსბ-თან

„ფსბ-ს ჩაწერილი ფარული ჩანაწერი როგორ მოხვდა ოპოზიციურ არხებზე პირდაპირ. ამას ხომ ჩვენც ვამბობდით, რომ ჩვენი რადიკალური ოპოზიციის გარკვეული ნაწილი და მათ შორის, ოპოზიციური არხები თანამშრომლობენ ფსბ-თან. როგორ შეიძლება ერთი გამოქვეყნება და მაშინვე ორკესტრირებული შეტევა საქართველოს სახელმწიფოებრიობაზე და ხელისუფლებაზე“,-ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ზარქუამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

მან ოპოზიციას მიმართა და განაცხადა, რომ ვინც საქართველოში მეორე ფრონტის გახსნას ცდილობს, ქვეყნის მოღალატეა. მისივე განცხადებით, საქართველოს არა ომი, არამედ სტაბილურობა და განვითარება ჭირდება.

„რადიკალურ ოპოზიციას მინდა მოგმართოთ, ვისაც კიდევ ვერ გაგირკვევიათ და საქართველოს რომ ამუნათებთ უკრაინასთან მიმართებაში. მეტი რა გააკეთოს ამ ქვეყანამ. მართლა მეორე ფრონტი გინდათ გახსნათ?

ამბობდით „ომის პარტიას“ გვეძახიანო, შეეცადნენ შეელამაზებინათ. არა ბატონებო, არ გეძახით, ჩვენ გეძახით ღალატისა და ომის პარტიას ეს სულ სხვა დეფინიციაა. იმიტომ, რომ თქვენ, ჩვენი გმირი ბიჭები ომში რომლებიც იბრძოდნენ მიატოვეთ და შემდეგ დააბრალეთ ომის დაწყება საქართველოს. როდესაც ევროსაბჭოში რეზოლუციას მხარი დაუჭირეთ, ამიტომ ხართ ღალატის პარტია და რაც შეეხება ომს., დღესაც გამოვიდა მაღალჩინოსანი და თქვა, სააკაშვილი რომ იყოსო, დღეს მეორე ფრონტი გახსნილი იქნებოდაო, მაგრამ დღეს სხვა ხელისუფლებაა და მათგან არ ელოდოთ რომ ფრონტი გაიხსნებაო.

ესაა ჩანაფიქრი და ვინც ამას ხელს უწყობთ, ისინი ხართ მოღალატეები და საქართველოს ომი არ ჭირდება. ამ ქვეყანას სტაბილურობა და განვითარება ჭირდება და თუ გაქვთ ამის შნო, დაუდექით ქვეყანას გვერდით“,-განაცხადა ირაკლი ზარქუამ.

banner
წინა სტატიაშისალომე სამადაშვილი – დღეს სანქციების შესრულება, არის ჩვენი სტრატეგიული მოკავშირეების მთავარი დაკვეთა
შემდეგი სტატიალოიდ ოსტინი – უკრაინას ჩვენი დახმარება სჭირდება, რომ გაიმარჯვოს დღეს და მათ კვლავაც დასჭირდებათ დახმარება, როცა ომი დასრულდება