ლოიდ ოსტინი – უკრაინას ჩვენი დახმარება სჭირდება, რომ გაიმარჯვოს დღეს და მათ კვლავაც დასჭირდებათ დახმარება, როცა ომი დასრულდება

რუსეთის შეჭრა და სისასტიკე უკრაინაში გაუმართლებელია, – ამის შესახებ აშშ-ის თავდაცვის მინისტრმა, ლოიდ ოსტინმა გერმანიაში, აშშ-ის საჰაერო ძალების „რამშტეინის“ ბაზაზე განაცხადა.

მისი თქმით, რუსეთმა დაბომბა საავადმყოფოები და “ტრავმირებული” დატოვა ბავშვები.

„რუსეთის შეჭრა გაუმართლებელია, ისევე როგორც რუსული სისასტიკე. რუსეთი აწარმოებს არჩევანის ომს ერთი ადამიანის ამბიციების შესასრულებლად.

უკრაინა ომს ებრძვის, რათა დაიცვას თავისი დემოკრატია, სუვერენიტეტი და მოქალაქეები”, – აღნიშნა ოსტინმა.

მისი თქმით, უკრაინას დასავლეთის დახმარება სჭირდება, იმისთვის, რომ გაიმარჯვოს.

„უკრაინას ჩვენი დახმარება სჭირდება, რომ გაიმარჯვოს დღეს და მათ კვლავაც დასჭირდებათ ჩვენი დახმარება, როცა ომი დასრულდება. ჩემო უკრაინელო მეგობრებო, ჩვენ ვიცით ტვირთი, რომელსაც თქვენ ყველა ატარებთ. ჩვენ ვიცით და თქვენ უნდა იცოდეთ, რომ ყველანი მზად ვართ, დაგეხმაროთ და ამიტომ ვართ დღეს აქ – უკრაინის დემოკრატიის არსენალის გასაძლიერებლად.

ჩვენ ყველანი აქ ვართ უკრაინის გამბედაობის გამო, უდანაშაულო მშვიდობიანი მოსახლეობის გამო, რომლებიც დაიღუპნენ და იმ ტანჯვის გამო, რომელსაც თქვენი ხალხი ჯერ კიდევ იტანს. თქვენი ქვეყანა გაანადგურეს, თქვენი საავადმყოფოები დაბომბეს, თქვენი მოქალაქეები დახვრიტეს, თქვენი ბავშვები ტრავმირებული არიან“, – აღნიშნა ოსტინმა.

banner
წინა სტატიაშიზარქუა – ჩვენი რადიკალური ოპოზიციის გარკვეული ნაწილი და მათ შორის, ოპოზიციური არხები თანამშრომლობენ ფსბ-თან
შემდეგი სტატიაგოცირიძე – ბრაზილიის ტყეები რომ იწვოდა და ივანიშვილმა მილიონი გადარიცხა, უკრაინის ქალაქები რომ იწვის, რატომ არ გადარიცხა 1 დოლარი?