ზარი რუსული სატელეფონო კოდიდან – “რუსთავი 2-ის” ჟურნალისტს ქართული და რუსული სპეცსამსახურების გეგმის შესახებ უამბეს

“რუსთავი 2-ის” ჟურნალისტის, გიორგი გვიშიას გუშინ საღამოს რუსული სატელეფონო კოდიდან დაურეკეს და უთხრეს, რომ მომზადებულია საფუძველი ყაზბეგის ოკუპაციისთვის. “კურიერის” ინფორმაციით, უცნობი პიროვნება გვიშიანს ქართული და რუსული სპეცსამსახურების ერთობლივი გეგმის შესახებ ესაუბრა:
„საქართველოსა და რუსეთის სპეცსამსახურებმა ერთობლივი სპეცოპერაცია ჩაატარეს, რომ შექმნილიყო პირობა შემდგომში რუსეთისთვის ყაზბეგის მუნიციპალიტეტის ოკუპირებისთვის. ოპერაცია ისე ჩატარდა, რომ დამნაშავე ქართული მხარე გამოვიდეს. კონკრეტული ინფორმაცია უკვე მოგაწოდეთ, სხვას ვერაფერს გეტყვით, გარდა იმისა, რომ ჩატარდა რუსეთისა და საქართველოს ოპერაცია. სულ ესაა,“ – განაცხადა სატელეფონო ზარის ავტორმა.
„კურიერის“ ინფორმაციით, ერთ-ერთ ვირუსულ ვებგვერდზე არის სატელეფონო ბაზა, სადაც ის ნომერი ფიქსირდება, რომლითაც გიორგი გვიშიანს დაურეკეს. ვებგვერდზე არის რუკა, რომელზეც ამ ზარის ფუნქციონირების ადგილად ჩრდილოეთ ოსეთი, ალანია ფიქსირდება.

banner
წინა სტატიაში10-მა ოპოზიციურმა პარტიამ მოძრაობა “ძალა ერთობაშია” დააფუძნა
შემდეგი სტატიათამარ ჩუგოშვილი : გასაკვირი არ არის, რომ ოპოზიცია მთავარი პროკურორის შერჩევას ბოიკოტს უცხადებს