თამარ ჩუგოშვილი : გასაკვირი არ არის, რომ ოპოზიცია მთავარი პროკურორის შერჩევას ბოიკოტს უცხადებს

პარლამენტის ვიცე-სპიკერის თამარ ჩუგოშვილის განცხადებით, გასაკვირი არ არის, რომ ოპოზიცია მთავარი პროკურორის შერჩევას ბოიკოტს უცხადებს.

ჟურნალისტებთან საუბარში თამარ ჩუგოშვილი “ევროპული საქართველოს” გადაწყვეტილებას გამოეხმაურა, რომელიც დღევანდელ რიგგარეშე სხდომას პროტესტის ნიშნად არ დაესწრება.

დეპუტატის თქმით, მთავარი პროკურორის შერჩევამ ყველა პროცედურა გამოიარა.

„კონსულტაციები გავლილი იქნა როგორც სამოქალაქო საზოგადოებასთან, ასევე პროკურორებთან. გასაკვირი არ არის, ოპოზიცია მთავარი პროკურორის შერჩევას პროტესტს და ბოიკოტს რომ უცხადებს. ჩვენ მათი სურვილი ვნახეთ, რომ ოპოზიციის რიგებიდან მთავარი პროკურორი დასახელებული ყოფილიყო, რაც სწორი გადაწყვეტილება არ იქნებოდა. წლების განმავლობაში შალვა თადუმაძესთან მიმუშავია და ვიცნობ, როგორც პროფესიონალს და დარწმუნებული ვარ, რომ კარგი მთავარი პროკურორი იქნება”, – განაცხადა ჩუგოშვილმა.

„ევროპული საქართველოს” წევრებმა დღეს მთავარი პროკურორის განხილვის პროცესში მონაწილეობა არ მიიღო. როგორც ოთარ კახიძემ აღნიშნა, მთავარი პროკურორობის კანდიდატის შერჩევის პროცესი არადემოკრატიულად წარიმართა.

banner
წინა სტატიაშიზარი რუსული სატელეფონო კოდიდან – “რუსთავი 2-ის” ჟურნალისტს ქართული და რუსული სპეცსამსახურების გეგმის შესახებ უამბეს
შემდეგი სტატიასაქართველოს სახალხო დამცველი ოფიციალური ვიზიტით სომხეთს ეწვია