ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის ნებისმიერი სახით დაზიანება თვითმკვლელობა იქნება – გუტერეში

გაეროს გენერალური მდივანი ანტონიო გუტერეში ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის მიმდებარე ტერიტორიის დემილიტარიზაციას ითხოვს. მისი თქმით, ბირთვული ობიექტის ნებისმიერი პოტენციური დაზიანება თვითმკვლელობა იქნება. გუტერეშმა აღნიშნა, რომ ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის არეალის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად სასწრაფოდ არის საჭირო შეთანხმება.

თავის მხრივ უკრაინის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ რუსეთმა დაუყოვნებლივ და უპირობოდ უნდა დაუშვას ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს წარმომადგენლები ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე და ასევე დაუყოვნებლივ და უპირობოდ გაიყვანოს თავისი ჯარები აღნიშნული ტერიტორიიდან.

banner
წინა სტატიაში“ოცნება” კანდიდატის სტატუსის მისაღებად აუცილებელი რეკომენდაციების უგულებელყოფას აგრძელებს” – ხატია დეკანოიძის ბრიფინგი
შემდეგი სტატიასაუკეთესო მობილური აპლიკაცია ბიზნესისთვის ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში – საქართველოს ბანკი Global Finance-მა საუკეთესოდ დაასახელა