ზანგური: ამაზე დიდი დარტყმა მსახიობისთვის არ არსებობს, ეს გაგდებაზე უარესია

ბესო ზანგური ამაზე დიდი დარტყმა არ არსებობს

“როგორ მაინტერესებს ჩემი სისხლის ფასად გადარჩენილ თეატრში… ჩემი სისხლის ფასად ნათამაშებ შვილივით როლებს რომელი… რომ აგიხსნათ, ამაზე დიდი დარტყმა მსახიობისთვის არ არსებობს! ამას არტისტები მიმიხვდებიან… ეს გაგდებაზე უარესია, მინდა, იცოდეთ… გაიხარეთ”, – ასე გამოეხმაურა სოციალურ ქსელში, ძალადობაში ბრალდებული მსახიობი, ბესო ზანგური როლიდან მის დროებით მოხსნის გადაწყვეტილებას.

ძალადობაში ბრალდებული მსახიობი, ბესო ზანგური, დროებით ყველა როლიდან მოხსნეს – ამის შესახებ 16 აპრილს გამოცემულ ოფიციალურ ბრძანებაში წერია, რომელსაც ხელს თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი, რობერტ სტურუა აწერს.

მსახიობმა და ტელეწამყვანმა, ნინუცა მაყაშვილმა ყოფილი ქმარი, რუსთაველის თეატრის მსახიობი, ბესო ზანგური, “რუსთავი 2:-ის ეთერში არაერთგზის ცემაში დაადანაშაულა, მათ შორის, ორსულობისას. მაყაშვილმა გადაცემა “ფარულ კონვერტში” თქვა, რომ ზანგურს 11 წლის წინ სწორედ ძალადობის გამო დაშორდა.

banner
წინა სტატიაში“ადიდასი” სოკოს მიცელიუმისგან ბოტასებს შექმნის
შემდეგი სტატიამერკელმა, მაკრონმა და ზელენსკიმ რუსეთს უკრაინის საზღვრიდან ჯარის გაყვანისკენ მოუწოდეს