მერკელმა, მაკრონმა და ზელენსკიმ რუსეთს უკრაინის საზღვრიდან ჯარის გაყვანისკენ მოუწოდეს

მერკელმა, მაკრონმა და ზელენსკიმ რუსეთს უკრაინის საზღვრიდან ჯარის გაყვანისკენ მოუწოდეს

გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა, საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა და უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმირ ზელენსკიმ პარიზის მოლაპარაკებების დასრულების შემდეგ რუსეთს უკრაინის საზღვრიდან ჯარის გაყვანისკენ მოუწოდეს – უკრაინული მედია გერმანიის მთავრობის მიერ გავრცელებულ განცახდებაზე დაყრდნობით ავრცელებს.
“კანცლერმა, პრეზიდენტმა მაკრონმა და პრეზიდენტმა ზელენსკიმ აღმოსავლეთ უკრაინაში უკრაინა-რუსეთის საზღვარზე უსაფრთხოების საკითხები განიხილეს. მხარეებმა უკრაინის საზღვარსა და არაკანონიერად ანექსირებულ ყირიმში რუსული სამხედრო ძალების ზრდასთან დაკავშირებით შეშფოთება გაიზიარეს. მათ სიტუაციის დეესკალაციის მიზნით ჯარის გაყვანის მოწოდება გააკეთეს” – გერმანიის მთავრობის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.
გერმანიის კანცლერმა და საფრანგეთის პრეზიდენტმა უკრაინას კიდევ ერთხელ დაუდასტურეს დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიალური მთლიანობის მხარდაჭერა.

ზელენსკიმ მოლაპარაკების შემდეგ განაცხადა, რომ 19 აპრილს “ნორმანდიული ოთხეულის” ლიდერთა მრჩევლების შეხვედრა გაიმართება, სადაც მმიმდინარე მოვლენებზე ისაუბრებენ.

შეგახსენებთ, რომ ოფიციალური უკრაინის განცხადებით, რუსეთ-უკრაინის საზღვარსა და ანექსირებული ყირიმის ტერიტორიაზე რუსეთმა დაახლოებით 80-90 ათასი რუსი ჯარისკაცი გადასხა.

რეკლამის ბანერი
წინა სტატიაშიზანგური: ამაზე დიდი დარტყმა მსახიობისთვის არ არსებობს, ეს გაგდებაზე უარესია
შემდეგი სტატიაანგელა მერკელი “ასტრა-ზენეკათი” აიცრა