ზალკალიანი: საქართველოს დიდი წვლილი შეაქვს საერთაშორისო უსაფრთხოებაში

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანის განცხადებით, მოხარულია, რომ რომში, „დაეშის წინააღმდეგ მებრძოლი ანტიტერორისტული გლობალური კოალიციის“ მინისტერიალში მონაწილეობს.

მისივე თქმით, საქართველოს, როგორც კოალიციის აქტიურ წევრს, დიდი წვლილი შეაქვს საერთაშორისო უსაფრთხოებაში.

„მოხარული ვარ, რომ ვმონაწილეობ რომში, „დაეშის წინააღმდეგ მებრძოლი ანტიტერორისტული გლობალური კოალიციის“ მინისტერიალში. საქართველოს, როგორც კოალიციის აქტიურ წევრს, დიდი წვლილი შეაქვს საერთაშორისო უსაფრთხოებაში, რასაც მრავალეროვნულ ოპერაციებში მონაწილეობის გზით ვაკეთებთ“, – წერს ზალკალიანი „ტვიტერის“ გვერდზე.

banner
წინა სტატიაშიიაგო ხვიჩია მთავრობის წარმომადგენლებს: თქვენ არ გჯერათ თავისუფალი საზოგადოების
შემდეგი სტატიაქადაგიშვილი პარლამენტში რუსული ჰიმნის გაჟღერებაზე: ნუ გავხდებით ამ პროვოკაციის გამტარებლები შემდგომ ქვეყნის პოლიტიკაში