ქადაგიშვილი პარლამენტში რუსული ჰიმნის გაჟღერებაზე: ნუ გავხდებით ამ პროვოკაციის გამტარებლები შემდგომ ქვეყნის პოლიტიკაში

იმედი მაქვს, ეს იქნება პარლამენტში ბოლო მცდელობა, რომ რუსული ჰიმნით და რუსული პროვოკაციის შედეგების იმპლემენტაციით მოხდეს საქართველოს პოლიტიკური ცხოვრების დღის წესრიგის განსაზღვრა, – ამის შესახებ საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილმა რიგგარეშე სესიის სხდომაზე განაცხადა.

„როდესაც მთავრობა თავისი განვითარების და ქვეყნის განვითარების ახალ გეგმებზე საუბრობს, რაღაცნაირად, სიმბოლურია, რომ ოპოზიცია, ჯერ კიდევ ასეთ ვითარებაში, ჯიუტად ცდილობს, რომ ოკუპანტი ქვეყნის ჰიმნი და სხვა ატრიბუტიკა, მათი პოლიტიკური დღის წესრიგის განმსაზღვრელად და პარლამენტში ცხოვრების წესის არევის საშუალებად იქნას გამოყენებული. იმედი მაქვს, რომ ეს იქნება ჩვენს პარლამენტში ბოლო მცდელობა, რომ რუსული ჰიმნით და რუსული პროვოკაციის შედეგების იმპლემენტაციით მოხდეს საქართველოს პოლიტიკური ცხოვრების დღის წესრიგის განსაზღვრა. დავანებოთ ამას თავი, ბევრი მცდელობა ექნება რუსეთს, რომ საქართველოში განხეთქილება შემოიტანოს, საქართველოს ამ განუხრელ კურსს, ცივილიზებულ სამყაროსთან ინტეგრაციასთან დაკავშირებით, ათასგვარი პროვოკაციით უპასუხოს. ნუ გავხდებით ამ პროვოკაციის გამტარებლები შემდგომ ქვეყნის პოლიტიკაში და კონკრეტულად, საქართველოს პარლამენტში, რადგან ჩვენს ქვეყანას წარმატებაც ბევრი აქვს და წარმატებას და წინსვლას ყოველთვის მოსდევს თანმხვედრი გამოწვევები. ეს გამოწვევებიც ჩვენ ყველას ერთად გადასალახი გვაქვს და იმედია, რომ ოპოზიცია მის სასარგებლო როლს ამ პოლიტიკურ ცხოვრებაში სწორედ ამ გამოწვევების დაძლევაში, მთავრობის მიმართ კონსტრუქციულ კრიტიკაში, თუ გნებავთ, მწვავე კრიტიკაში, გამოიყენებს“,- განაცხადა ქადაგიშვილმა.

banner
წინა სტატიაშიზალკალიანი: საქართველოს დიდი წვლილი შეაქვს საერთაშორისო უსაფრთხოებაში
შემდეგი სტატიაელისაშვილი ენმ-ს: გთხოვთ, ზვიად გამსახურდიას ხსოვნას და ერთმანეთს ნუ მივაყენებთ შეურაცხყოფას