ზალკალიანი – რუსეთის მხრიდან დონეცკისა და ლუგანსკის აღიარება საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური პრინციპების დარღვევაა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი რუსეთის მიერ ე.წ დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების დამოუკიდებლობის აღიარებას ტვიტერზე ეხმაურება.

„რუსეთის მხრიდან დონეცკისა და ლუგანსკის აღიარება საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური პრინციპების დარღვევაა და იმეორებს 2008 წელს აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონების აღიარებისა და ოკუპაციის სცენარებს. ჩვენ მოვუწოდებთ ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს იმოქმედონ საერთაშორისო სამართლის ნორმების დაცვით“, – წერს ზალკალიანი.

banner
წინა სტატიაშიბაიდენი ოკუპირებულ დონეცკსა და ლუგანსკსში აშშ-ის მოქალაქეებს ახალ ინვესტიციებსა და ვაჭრობას აუკრძალავს – თეთრი სახლი
შემდეგი სტატიალატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი – ლატვია გმობს აგრესიის ამ აქტს და მსოფლიოს მტკიცე საერთაშორისო რეაგირებისკენ მოუწოდებს