ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი – ლატვია გმობს აგრესიის ამ აქტს და მსოფლიოს მტკიცე საერთაშორისო რეაგირებისკენ მოუწოდებს

ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი ედგარს რინკევიჩსი რუსეთის მიერ ე.წ დონეცკისა და ლუგანსკის „სახალხო რესპუბლიკების“ ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარებას ეხმაურება. მისი თქმით, აღნიშნული ფაქტი საერთაშორისო სამართლისა და უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის აშკარა დარღვევაა.

„ე.წ დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების დამოუკიდებლობის აღიარება საერთაშორისო სამართლისა და უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის აშკარა დარღვევაა. ლატვია გმობს აგრესიის ამ აქტს და მსოფლიოს მტკიცე საერთაშორისო რეაგირებისკენ მოუწოდებს. ევროკავშირმა სასწრაფოდ უნდა დააწესოს სანქციები“, – წერს ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი “ტვიტერზე”.

banner
წინა სტატიაშიზალკალიანი – რუსეთის მხრიდან დონეცკისა და ლუგანსკის აღიარება საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური პრინციპების დარღვევაა
შემდეგი სტატიაან აპელბაუმი: თავად ლენინი არ თვლიდა, რომ ლენინმა შექმნა უკრაინა