ზალკალიანი – კელი დეგნანი ამბობს, რომ ქვეყანას სრულად მომუშავე პარლამენტი უნდა ჰქონდეს

„არ გაუჭურდებათ. დიპლომატები ასეთი ენით საუბრობენ. ბევრი ქვეყანაა, სადაც დიპლომატები პირდაპირ ამბობენ, რომ არჩევნები არალეგიტიმურია. კელი დეგნანი იქ იმასაც ამობობს, რომ ქვეყანას სრულად ფუნქციონირებადი პარლამენტი უნდა ჰქონდეს და ოპოზიცია უნდა შევიდეს და იმ ხარვეზების შესახებ იმ პარლამენტში უნდა ისაუბროს. ეს ხარვეზები გასათვალისწინებელია და ხელისუფლებას ძალიან კარგად ესმის ჩვენი პარტნიორების განცხადებები.

ჩვენმა ოპონენტებმაც კარგად უნდა გაიგონ. სწორედ ის ფაქტი, რომ გუშინ პარტიების დაფინანსების შესახებ კანონპროექტის პირველი მოსმენით მიღების შემდეგ გადაწყვეტილებაა მიღებული, რომ ეს კანონპროექტი გაიგზავნოს ვენეციის კომისიაში და ეუთო/ოდირში, ხელისუფლების მზაობას მიანიშნებს, რომ ჩვენ ვართ მზად საერთაშორისო პარტნიორების, მათი რეკომენდაციის შედეგად იყოს მიღებული ეს კანონი. ეს იმაზე მიანიშნებს, რომ ჩვენი პარტნიორების გვესმის. კარგია, რომ ოპოზიციას დღეს ამერიკის ელჩის მიმართ ასეთი განწყობა აქვს. რაც არ იყო რამდენიმე დღის წინ და ჩვენ ვხედავდით, ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი როგორი კრიტიკის ქარცეცხლში გაატარეს. ჩვენ მათთან მუდმივად კონსულტაციის და კომუნიკაციის რეჟიმში ვართ. ყოველთვის ვითვალისწინებდით და მომავალშიც გავითვალისწინებთ. დაფინანსების შესახებ კანონპროექტზე როგორც კი საერთაშორისო ექსპერტების დასაკვნა იქნება, დარწმუნებული ვარ ხელისუფლების და პარლამენტის მხრიდანაც ადეკვატური რეაგირება იქნება“, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.

banner
წინა სტატიაშიამ ტიპის ინიციატივებით, რეალურად ჩიხში შედის მოლაპარაკებები და არანაირი გამოსავალი არ ჩანს – კაპანაძე დაფინანსების შეწყვეტაზე
შემდეგი სტატიაგახარია – სახელმწიფო კომპონენტი ჯანდაცვის სისტემაში უნდა გაძლიერდეს