ამ ტიპის ინიციატივებით, რეალურად ჩიხში შედის მოლაპარაკებები და არანაირი გამოსავალი არ ჩანს – კაპანაძე დაფინანსების შეწყვეტაზე

ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი, სერგი კაპანაძე, ქართული ოცნების ინიციატივას ეხმაურება ოპოზიციური პარტიებისათვის დაფინანსების შეწყვეტასთან დაკავშირებით.
კაპანაძის თქმით, ამგვარი ინიციატივები არ უწყობს ხელს პროცესის კონსტრუქციულობას და ჩიხში შეყავს მოლაპარაკებები.
კაპანაძემ აღნიშნა, რომ მათთვის არ აქვს მნიშვნელობა, თუ რას გადაწყვეტს ქართული ოცნება, რადგან როგორც კაპანაძემ განაცხადა, სიმართლე და პრინციპები ამ შემთხვევაში გაცილებით უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ეს დაფინასება.
„დამოკიდებულება, რომელსაც ავლენს ქართული ოცნება, რომ ის დაემუქრება ოპოზიციურ პარტიებს ფინანსების შეწყვეტით, ან რეგისტრაციის გაუქმებით და ამით გახდის მათ უფრო კონსტრუქციულს, როგორც თვითონ ამბობენ ხოლმე, ეს არის აბსოლიტურად მცდარი დამოკიდებულება და მსგავსი ინიციატივები პარლამენტში არანაირად არ უწყობს ხელს, რომ ოპოზოციური პარტიები, როგორც მათ სურთ, უფრო კოსნტრუქციულები იყვნენ მაგიდასთან, კოსნტრუქციულობაში იგულისხმება, რომ დაეთანხმონ იმას, რაზეც ქართული ოცნება მზადაა რომ წავიდეს.
ამიტომ, ამ ტიპის ინიციატივებით, რეალურად ჩიხში შედის მოლაპარაკებები და არანაირი გამოსავალი არ ჩანს. შესაბამისად, გადადეს თუ რა ქნეს, ამას ჩვენთვის მნიშვნელობა არ აქვს, კიდეც რომ გაგვიუქმონ დაფინასება, ჩვენ ვაპირებთ, რომ ჩვენი სიმართლისთვის ვიბრძოლოთ ბოლომდე.
ამრიგად, გაზაფხულზე განიხილავენ ამ ინიციატივას, საერთოდ გადადებენ თუ გააუქმებენ, ეს მათი გადასაწყვეტია, ჩვენ არ გვაღელვებს ეს ამბავი, კი, ფინანსების შეწყვეტის შემთხვევაში გაგვიჭირდება საქმიანობა, მაგრამ საბოლოო ჯამში არაფერი არ შეიცვლება, ჩვენთვის სიმართლე და პრინციპები ამ შემთხვევაში გაცილებით უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ეს დაფინასება.“ – განაცხადა კაპანაძემ.

banner
წინა სტატიაშიმარნეულში ცეცხლსასროლი იარაღიდან სროლის შედეგად ორი პირია დაჭრილი
შემდეგი სტატიაზალკალიანი – კელი დეგნანი ამბობს, რომ ქვეყანას სრულად მომუშავე პარლამენტი უნდა ჰქონდეს