თბილისში, ზაჰესში ნაღმზე მამაკაცი აფეთქდა. არსებული ინფორმაციით, შემთხვევა ორი დღის წინ მაშინ მოხდა, როცა მამაკაცი საკუთარ ნაკვეთს ამუშავებდა, რომელიც ყოფილი სამხედრო ნაწილის ტერიტორიაზე მდებარეობს. მამაკაცი ამჟამად რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.