ზაალ უდუმაშვილს ბოთლი იმ დროს ესროლეს, როცა ჟურნალისტს ინტერვიუს აძლევდა(+ვიდეო)

გაერთიანებული ოპოზიცია მცხეთაში, დეპუტატ დიმიტრი ხუნდაძის ბიუროსთან აქციას მართავს.

აქციაზე „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთ ლიდერს, ზაალ უდუმაშვილს, ბოთლი სწორედ მაშინ ესროლეს, როცა ის ინტერვიუს აძლევდა. კადრებს „მთავარი არხი“ ავრცელებს.

გიგა ბოკერია, გიორგი ვაშაძე, გიგი უგულავა, ელენე ხოშტარია და ოპოზიციის სხვა ლიდერები ბიუროსთან სიტყვით გამოდიან და სამართალდამცველებს ორმაგ სტანდარტებში ადანაშაულებენ.

ბიუროსთან დიდი რაოდენობით პოლიცია და „ქართული ოცნების“ მხარდამჭერები არიან მობილიზებულები.

https://www.youtube.com/watch?v=H88CTUOaorA&feature=emb_title

ვიდეო:პრაიმტაიმი

banner
წინა სტატიაშიქუთაისში, „თავისუფალი საქართველოს“ ოფისთან აქციის მონაწილეები აკაკი ბობოხიძეს დაუპირისპირდნენ
შემდეგი სტატიანინო ბურჯანაძის მოსკოვში გამგზავრებას გია ხუხაშვილი ეხმაურება