ნინო ბურჯანაძის მოსკოვში გამგზავრებას გია ხუხაშვილი ეხმაურება

http://socialnetwork.ge/ka/interview/text/politics/79-archevnebis-meore-dghes-prezidentis-sitkhvas-gadamtskhveti-pasi-eqneba

ბურჯანაძის მოსკოვში ვიზიტს, ექსპერტი გია ხუხაშვილი ეხმიანება და ამბობს, რომ საქართველოში გარკვეული, მცირე ელექტორალური სეგმენტია, რომლისთვისაც ეს მისაღებია და მათ დაკვეთას ასრულებს ნინო ბურჯანაძე.

” რუსეთში ფრენა ახლა უკვე „მოსულა“, ყველა დაფრინავს, ვისაც არ ეზარება. ეს მისი პოლიტიკური პლატფორმაა, არჩევანია, მისი გზაა. მე ვერ გეტყვით, კონკრეტულად ვისთან შესახვედრად შეიძლება იყოს ის, წარმოდგენა არ მაქვს. საქართველოში გარკვეული, მცირე ელექტორალური სეგმენტია, რომლისთვისაც ეს მისაღებია და მათ დაკვეთას ასრულებს ნინო ბურჯანაძე.თუ ჩვენ იმაზე ვსაუბრობთ, რომ ამის გამო, ოპოზიციის შიგნით დიდი დაგნარი და ჩხუბი უნდა ატყდეს, აბსურდია. ოპოზიცია რომ ერთგვაროვანი არ არის, ეს ჩვენ ისედაც ვიცი. მათ შორის ფუნდამენტური სხვაობაა, ურთიერთსაპირისპირო მოსაზრებებიც აქვთ, მაგრამ ეს თანამშრომლობა არ არის განპირობებული მათი მსოფლმხედველობრივი ან საგარეო შეხედულებებით. განპირობებულია იმით, რომ ხელისუფლებამ ყველა „გადააგდო“ – პრორუსიც, პროამერიკელიც, პროევროპელიც, პროჩინელიც, თავისი უტიფარი საქციელით და თუ ამ ოპოზიციას რამე აერთიანებს, პროპორციული არჩევნების თემაა. ამიტომ, მათი გრძელვადიანი თანამშრომლობა ვერც წარმომიდგენია.”-აცხადებს ხუხაშვილი

 

 

წყარო: პრაიმტაიმი

 

banner
წინა სტატიაშიზაალ უდუმაშვილს ბოთლი იმ დროს ესროლეს, როცა ჟურნალისტს ინტერვიუს აძლევდა(+ვიდეო)
შემდეგი სტატია“დარწმუნებული ვარ, ახალგაზრდები „ნაციონალური მოძრაობის“ ზონდერ დაჯგუფებებს დაძაბულობის შექმნის საბაბს არ მისცემენ”