ზაალ უდუმაშვილი – მოლაპარაკების მაგიდასთან უნდა დავსხდეთ

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ზაალ უდუმაშვილის განცხადებით, ხელისუფლებამ და ოპოზიციამ მოლაპარაკების მაგიდასთან ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის მიერ წარმოდგენილი პუნქტები უნდა განიხილონ.

„ჯერჯერობით ულტიმატუმებს ვისმენთ ხელისუფლების მხრიდან, რომელიც მოლაპარაკებებთან დაკავშირებით ხან წითელ ხაზებს ავლებს და ხან წერტილებს სვამს. ჩვენ ვამბობთ, რომ უნდა დავსხდეთ მოლაპარაკების მაგიდასთან და ის ექვსი პუნქტი გავიაროთ, რომლებიც ჩამოწერა შარლ მიშლემა. შესაბამისად, ახლა იმის თქმა, რომ ამ პუნქტებს საერთოდ არ განვიხილავთ, ეს ნიშნავს, რომ ხელისუფლებას არ სურს მოლაპარაკებების რეალურად წარმართვა“, – განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.

ვირუსის ბლოკატორები
წინა სტატიაშიზაალ უდუმაშვილი – დიალოგის წარმართვისთვის აუცილებელია, პოლიტპატიმრები გათავისუფლდნენ
შემდეგი სტატიაქობულეთში მომხდარი დაჭრის ფაქტზე ახალგაზრდა კაცი დააკავეს