ქობულეთში მომხდარი დაჭრის ფაქტზე ახალგაზრდა კაცი დააკავეს

ქობულეთში, სოფელ კონდიდში მომხდარი დაჭრის ფაქტზე ახალგაზრდა კაცი დააკავეს. შემთხვევა ერთი კვირის წინ მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, ახალგაზრდებს შორის დაპირისპირება ცივ იარაღზე კამათს მოჰყვა.

როგორც, აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელს დაჭრილის ერთერთმა ოჯახის წევრმა უთხრა, ახალგაზრდა კაცს დაზიანებული აქვს საძილე არტერია.

დაშავებული ამ დროისთვის თერჯოლის საავადმყოფოში იმყოფება და მისი მდგომარეობა მძიმეა.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას და 3-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

banner
წინა სტატიაშიზაალ უდუმაშვილი – მოლაპარაკების მაგიდასთან უნდა დავსხდეთ
შემდეგი სტატია„ნაციონალური მოძრაობის“ წევრები და მათი მხარდამჭერები ნიკა მელიას მხარდასაჭერად ავტოკოლონით მსვლელობას მართავენ